ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - თორნიკე კირკიტაძის ახალი გუნდი ცნობილია

შეთანხმება შედგა - თორნიკე კირკიტაძის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 05 Jan 2022, 19:19

25 წლის ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. ფეხბურთელი 6 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თორნიკე კირკიტაძემ ლოკომოტივში 3 სეზონი გაატარა. 2021 წელს "რკინიგზელთა" მაისურით 27-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ლოკომოტივი წამყვან ფეხბურთელების უმეტესობამ ფინანსური კრიზის გამო დატოვა. გუნდში პრობლემები მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვყეტილების შემდეგ გაჩნდა, რის გამოც გემბლინგ კომპანიებმა საფეხბურთო გუნდების დასპონსორებაზე უარი თქვეს.

რაც შეეხება დინამო თბილისის ტრანსფერებს, ეს ვიცე-ჩემპიონებისთვის მე-6 ტრანსფერია: დავით კერესელიძე - მეკარე გაგრადან, გოდფრი სტეფენი - მცველი იაგიელონიადან, ოსმანე კამარა - ნახევარმცველი გორის დილადან, დმიტრი ანტილევსკი - ნახევარმცველი ტორპედო ჟოდინოდან და სტანისლავ ბილენკი - ფორვარდი დინამო ბრესტიდან.