"წიტაიშვილი სლოვაკეთში პელე იქნება", - უკრაინელი აგენტი ქართველის შესაძლო ტრანსფერის შესახებ
აგენტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ვიაჩესლავ ზახოვაილომ უკრაინულ მედიასთან კიევის "დინამოს" ახალგაზრდა გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.
"სლოვანი გარემარბს ეძებს, კლუბი წიტაიშვილით დაინტერესდა. არ ვისაუბრებ მის სატრანსფერო ფასზე. შესაძლოა, ჩეხურმა და სლოვაკურმა გუნდებმა გიორგი 500 000 ან მილიონად იყიდონ.
ორი მილიონი ევრო კი მის სანაცვლოდ გადაჭარბებული იქნება. აქედან გამომდინარე, სამართლიანი ეჭვები ჩნდება, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელთან მუშაობა, რომელიც მას ენდობა, მაგრამ თუ ჩემპიონატებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ სათამაშო ტემპი და ჩემპიონატის დონე უკრაინაში უფრო მაღალია.
მაგალითად, რამირესი დუნაისკა სტრედადან დინამოში რომ გადავიდა, მაშინვე ვთქვი, აქ თამაში გაუჭირდებოდა, ასეც მოხდა. სლოვაკეთში ხომ მხოლოდ ბურთით თამაშზე კეთდება აქცენტი.
ფეხბურთელებს ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებათ. ამიტომ, თუ ქართველი ვინგერი იქ წავა, პელე იქნება", - განაცხადა უკრაინელმა აგენტმა ოდესის "ჩერნომორეცის" ფლანგელის შესახებ.