ავტორიზაცია

"კიევში ვბრუნდები, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას დინამო მიიღებს", - წიტაიშვილი

"კიევში ვბრუნდები, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას დინამო მიიღებს", - წიტაიშვილი
თარიღი 04 იან 2022, 11:34

კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფმა გარემარბმა, გიორგი წიტაიშვილმა Meta-ratings.com.ua-სთან საუბარში საკუთარი მომავლის შესახებ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა.

"ბევრი საუბარია და ვარიანტიც რამდენიმეა, მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დინამოს უფროსობა მიიღებს.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შვებულების შემდეგ, კიევში ვბრუნდები და იქ გავიგებ, თუ რა იქნება შემდეგ. ჩერნომორეცს რაც შეეხება, დიდი ხანი არ მითამაშია და ბოლო 4 წლის მანძილზე ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონი იყო.

ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ ბოლომდე გავიხსენი და ვიგრძენი, რომ ბრწყინვალე ფორმაში ვიყავი. დრო მჭირდება ჩვეული დონის დასაბრუნებლად.

მოხარული ვარ, რომ ოდესაში ვითამაშე და მოროზთან ვიმუშავე. ის შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი ძალიან წამადგა", - განაცხადა ქართველმა ვინგერმა.