ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] სლოვანმა წიტაიშვილის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა

[EXCLUSIVE] სლოვანმა წიტაიშვილის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა
თარიღი 03 იან 2022, 18:05

საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩერნომორეცი დატოვოს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, სლოვაკეთის ჩემპიონმა წიტაიშვილის ტრანსფერისთვის ოფიციალური შეთავაზება დინამო კიევს უკვე გაუკეთა. ბრატისლაველები მზად არიან ქართველ ფეხბურთელში 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ სიახლე გიორგი წიტაიშვილის დინამო ბუქარესტში გადასვლასთან დაკავშირებით, ჭორია. ფეხბურთელი არ განიხილავს რუმინეთში კარიერის გაგრძელების ვარიანტს, თუმცა ბრატისლავის სლოვანის გარდა 21 წლის შემტევს კარიერის გაგრძელების ვარიანტი ბელგიასა და MLS-ში აქვს.

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩერნომორეცის მაისურით 15-ჯერ ითამაშა და ერთხელ გაიტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2021 წლის სექტემბერში ჰქონდა.