უკვე ადგილზეა! - ბათუმის დინამომ აზაროვი გაყიდა
ბათუმის დინამოს 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს.
ფეხბურთელი უკვე თურქეთშია და ტრაბზონში სამანქანო გზით გადავიდა. ამის შესახებ საზღვრიდან ფოტოს თურქი ჟურნალისტი ავრცელებს.
ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის დეტალებით, თუმცა უკანასკნელი ცნობით, ტრაბზონსპორი ბათუმის დინამოს 1.8 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 40% დინამო თბილისის იქნება. ანუ 600,000 ევრო.
ირაკლი აზაროვს 2021 წელი ძალიან წარმატებული ჰქონდა. 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა ბათუმის დინამოს მაისურით, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ირაკლი აზაროვს 2021 წელს საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. იგი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ტრაბზონსპორი თურქეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და 99%-ით ქვეყნის ჩემპიონიც გახდება.