ავტორიზაცია

რა ხდება ლუკა ზარანდიას თავს? ახალი ტრანსფერის მოლოდინში

რა ხდება ლუკა ზარანდიას თავს? ახალი ტრანსფერის მოლოდინში
თარიღი 02 Jan 2022, 19:46

25 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია, დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ზულტე ვარეგემს დატოვებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და დიდი ალბათობაა, ლუკა ზარანდია პოლონეთში დაბრუნდეს, თუმცა ამ მომენტში კლუბი უცნობია.

ქართველი გარემარბი ზულტე ვარეგემს 2019 წლის ზაფხულში პოლონური გდინიას არკადან 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ამ გუნდში თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, ამას შემდეგ მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმაც დაემატა.

2020 წლის თებერვალში ლუკა ზარანდია ზულტე ვარეგემმა ყაზახურ ტობოლში გაანათხოვრა, თუმცა მალევე კოვიდპანდემია დაიწყო და ზაფხულში ქართველი უკან დაბრუნდა.