ავტორიზაცია

2 დღეში საქართველოდან გაფრინდება - ლუკა გუგეშაშვილმა გორის დილა დატოვა

2 დღეში საქართველოდან გაფრინდება - ლუკა გუგეშაშვილმა გორის დილა დატოვა
თარიღი 02 იან 2022, 21:00

22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა გორის დილა დატოვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარე პოლონურ იაგიელონიაში დაბრუნდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ 2 დღეში ფეხბურთელი პოლონეთში გაფრინდება, საიდანაც გუნდთან ერთად შუასასეზონო შეკრებაზე წავა.

ლუკა გუგეშაშვილი 2021 წლის სეზონში გორის დილას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის სამეულში მოხვედრაში. 22 წლის მეკარემ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლუკა გუგეშაშვილი 2017 წლიდან იაგიელონიას საკუთრებაშია, თუმცა პოლონური გუნდის პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ლუკა გუგეშაშვილს გორის დილაში, თუმცა ამ მომენტში ყველაზე რეალურ ვარიანტად სამტრედიას მეკარის ბექა ქურდაძის დამატებაა.