ავტორიზაცია

მოურინიო: "რომაში ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელი არავინაა"

მოურინიო: "რომაში ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელი არავინაა"
თარიღი 10 იან 2022, 11:06

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ (3:4) თავისი გუნდის პრობლემებზე ისაუბრა. "ამ გუნდის გასაუმჯობესებლად სამი წელი მომცეს, მაგრამ ამისთვის კლუბის დახმარება მჭირდება.

გუნდში არავინ ავლენს ლიდერის თვისებებს, როცა მოედანზე რაღაც ხდება, მაშინაც კი, როცა საქმე მსაჯის გადაწყვეტილებებს ეხება. არ არსებობს ძლიერი ხასიათის ადამიანი.

გუნდს განათხოვრების წესით გადმოსული ორი ახალწვეულით გავაძლიერებთ. ერთი მათგანი მეიტლანდ-ნაილსი, მეორე კი ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი იქნება.

კომფორტის ზონიდან უნდა გავიდეთ, სადაც მეექვსე თუ მეშვიდე ადგილით ვკმაყოფილდებით. მე ვუთხარი ბიჭებს, რომ ამისთვის მათ ჩემამდე უნდა მოვიდნენ და არა მე უნდა წავიდე მათი მიმართულებით, თუ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მოურინიომ.

ალეგრი რომას შესახებ: "მოურინიომ კარგად იმუშავა, ყველაფერს რამდენიმე თვეში ვერ შეცვლი"