"ეს არის ადამიანი, რომელიც 1:6-დან სამი წლის შემდეგაც მსაჯებზე ლაპარაკობდა", - პიკემ ემერის უპასუხა

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ „ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, უნაი ემერიმ პიკე „ტვიტერში“ პოსტის გამო გააკრიტიკა.
ემერი: "ის, რასაც პიკე აკეთებს, ხალხის შეცდომაში შეყვანაა, უფრო გულწრფელი უნდა იყო"
„ეს არის ადამიანი, რომელიც 1:6-ს წაგებიდან სამი წლის შემდეგაც მსაჯებზე ლაპარაკობდა. შეეგუე, უნაი.“ - წერს პიკე „ტვიტერზე“.
აქ ესპანელმა მცველმა „პსჟ-სთან“ განმეორებითი მატჩი გაიხსენა, როცა „ბარსელონამ“ 0:4 წაგების შემდეგ 6:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაშინ პარიზულ გუნდს სწორედ ემერი ედგა სათავეში და იმ შეხვედრაში ის მსაჯის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.