ავტორიზაცია

"მისი აგენტი ვინ არის ისიც კი არ ვიცით", - ფიორენტინას დირექტორმა ისკოზე ჭორები უარყო

"მისი აგენტი ვინ არის ისიც კი არ ვიცით", - ფიორენტინას დირექტორმა ისკოზე ჭორები უარყო
თარიღი 10 იან 2022, 14:13

„ფიორენტინას“ სპორტული დირექტორი დანიელე პრადე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მათი გუნდი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ტრანსფერზე მუშაობს.

„ჩვენ ისკოს შეძენას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ. „ფიორენტინამ“ ისიც კი არ იცის, მისი აგენტი ვინ არის.“ - ციტირებს პრადეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“. 

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველის გადაბირებით „იები“ დაინტერესდნენ, რადგან მას სეზონის ბოლოს „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება.

ისკო მადრიდულ გრანდში 2013 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო. ამ სეზონში ალარკონმა ლა ლიგაში მოედანზე 183 წუთი გაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სეზონის ბოლოს, ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდება, რადგან „რეალი" მასთან და ასევე, ბეილთან და მარსელოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.