პარი სენ-ჟერმენი ჩელსის მცველს წლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რუდიგერის გადაბირებით ინტერესდება.
გერმანელ მცველს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ფინანსური საკითხის გამო ვერ თანხმდებიან.
თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შემთხვევაში, „პსჟ“ მზადაა რუდიგერს წლიური ხელფასის სახით 7 მილიონი ევრო შესთავაზოს. აშეთ ინფორმაციას გამოცემა FootMercato იტყობინება.
თუმცა, „პსჟ“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც რუდიგერის გადაბირება სურს - ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალიც“ იჩენს, თუმცა არ არის მზად პარიზელების შეთავაზება გაიმეოროს. ასევე, რუდიგერს უკავშირებენ მიუნხენის „ბაიერნსაც“.
ანტონიო რუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წელს იტალიური „რომადან“ გადავიდა.