ავტორიზაცია

მბაპე: "ბენზემა ბოლომდე იმსახურებს იმ ყველაფერს, რაც ახლა მის თავს ხდება"

მბაპე: "ბენზემა ბოლომდე იმსახურებს იმ ყველაფერს, რაც ახლა მის თავს ხდება"
თარიღი 10 იან 2022, 15:54

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, თანამემამულეზე, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.

ეს ორი ფეხბურთელი ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს და არ არის გამორიცხული, ახალი სეზონიდან „რეალშიც“ თანაგუნდელები გახდნენ.

„ის იმსახურებს იმ ყველაფერს, რაც დღეს მის თავს ხდება. ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალის“ ისტორიაში თავისი წვლილი შეიტანა.

კარიმი საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. გვიხარია, რომ ის ჯერაც ჩვენთან არის.“ - აღნიშნა კილიანმა TF1. 

„ვალენსიასთან“ მატჩში გაფორმებული დუბლით ბენზემას „რეალის“ მაისურით 584 მატჩში 301 გოლი და 152 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ასევე მან მადრიდულ გუნდთან ერთად 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგაც.