ციფრები: რამდენით შემცირდა უმტიტის ხელფასი ბარსელონაში?
"ბარსელონას" მცველ სამუელ უმტიტის ხელფასის შემცირების პირობები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.
კლუბმა გამოაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში, 28 წლის ფრანგმა მიიღო ხელფასის ნაწილის შემცირების პირობა, რომელიც მას წინა კონტრაქტით ეკუთვნოდა დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი "ბარსაში" ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების დაქვითვის გათვალისწინების გარეშე.
ამით "ბლაუგრანას" "მანჩესტერ სიტიდან" ნაყიდი ფერან ტორესის შემადგენლობაში დარეგისტრირების საშუალება მიეცა. Mundo Deportivo-ს ცნობით, უმტიტის ხელფასი 10%-ით შეუმცირდა.
დარჩენილი ანაზღაურება კი 2026 წლამდე გადანაწილდა. ასევე, უმტიტი და "ბარსა" 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში უკვე შეძლებენ კონტრაქტის გაწყვეტასაც.
ასეთი პუნქტი შევიდა ახალ ხელშეკრულებაში, თუმცა, სამუელი და მისი გარემოცვა არ უარყოფენ ვარიანტს, რომლითაც ფეხბურთელს შეუძლია დატოვოს კატალონიური კლუბი ამ ზამთარს.
მას სურს შეუერთდეს გუნდს, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპა ლიგაზე. ამ სეზონში უმტიტიმ ლა ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა. აქვე დავამატებთ, ფრანგს "ბენფიკა" და "ბეშიქთაში" ეპატიჟებოდნენ.