ავტორიზაცია

"ლივერპულს ჰყავს მოთამაშე, რომელიც ფიზიკური ფორმით რონალდუს არ ჩამოუვარდება", - სიტის ექს-ფიზიოთერაპევტი

"ლივერპულს ჰყავს მოთამაშე, რომელიც ფიზიკური ფორმით რონალდუს არ ჩამოუვარდება", - სიტის ექს-ფიზიოთერაპევტი
თარიღი 10 იან 2022, 20:39

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფიზიოთერაპევტმა, პოლ ვებსტერმა გაამხილა "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯეიმს მილნერის მუდამ ფორმაში ყოფნის წარმატების ფორმულა.

"ეს ეხება იმ პროცედურებს, რომლებსაც ის ყოველდღიურად აკეთებს და ეს ყველაფერს ხსნის. როცა ვხედავ, თუ როგორ თამაშობს ის, თითქოს დრო გაჩერდა. ის ისეთივეა, როგორიც 10 წლის წინ იყო.

მილნერი ალბათ ცოტა უფრო პედანტურია საკვებისა და სასმელის მიმართ, ისევე როგორც იმის მიმართ, რასაც აკეთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვუყურე მის თამაშს ჩელსის წინააღმდეგ.

მოედანზე ალბათ ყველაზე კარგად მომზადებული იყო. ის გამოიყურება ახალგაზრდულად და კარგ ფორმაში. მას ალბათ აქვს სხეულის ცხიმის პროცენტი მხოლოდ 8% ან მეტი.

ის ცოტათი ჰგავს რონალდუს. კრიშტიანუსთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ ვიცნობ მათ, ვინც მასთან მუშაობდა - მათაც იგივე შთაბეჭდილება აქვთ. საუბარია წვრილმანებზე, რომლებიც ყველაფერს ქმნიან.

აქ საუბარია ფაქტიურად ყველაფერზე. ჯეიმსი არ ეხება ალკოჰოლს. კვების მხრივ ძალიან ფრთხილია. მას აქვს მიზნები - მას სურს გახდეს უკეთესი და ძლიერი, მისი ქცევა და დისციპლინა შესანიშნავია.

ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ მილნერი ჯერ კიდევ თამაშობს და კიდევ რამდენიმე წელიც ითამაშებს", - განაცხადა ვებსტერმა. ჯეიმსი "მანჩესტერ სიტიში" 2010-2015 წლებში თამაშობდა, სანამ "ლივერპულში" გადავიდოდა. ინგლისელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.