ბარსელონადან ბაიერნში? — დესტის აგენტი გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
"ბარსელონას" მცველის, სერჟინიო დესტის აგენტი, მიხაელ რეშკე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 21 წლის უკანახაზელმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნს" მიაშუროს.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი ფეხბურთელის წარმომადგენელი თავისი კლიენტის კატალონიიდან აბარგებას გამორიცხავს.
"კლუბის შეცვლას არ აპირებს", - განუცხადა რეშკემ ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა Bild-ს.
დესტს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.