ავტორიზაცია

"გამორჩეული ფეხბურთელია", - ჯერარდმა კოუტინიოს ტრანსფერის დადებით მხარეებზე ისაუბრა

"გამორჩეული ფეხბურთელია", - ჯერარდმა კოუტინიოს ტრანსფერის დადებით მხარეებზე ისაუბრა
თარიღი 11 იან 2022, 11:23

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ბარსელონადან" იჯარით დამატებული ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა.

"გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმე და ბევრი ელიტური ჯილდო აქვს", - ციტირებს ინგლისელი სპეციალისტის სიტყვებს ბირმინგემელთა ოფიციალური საიტი.

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მისი დამატება მოვახერხეთ და სულმოუთქმელად ველოდები მასთან მუშაობის დაწყებას".

"ის არის ფეხბურთელი, ვისთან ერთად თამაშიც ძალიან მომწონდა და ვიცი, "ასტონ ვილაში" ყველასთვის სასარგებლო იქნება მისი ხარისხი და გამოცდილება".

"ტრავმების გათვალისწინებით, ფილიპეს გუნდში ყოფნა ფასდაუდებელი იქნება, აფრიკის თასმა კი ჩვენი შემტევი პოტენციალი შეამცირა", - დასძინა ჯერარდმა.