ავტორიზაცია

ჯერარდი: "კოუტინიოს მეტსახელი ჯადოქარია და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის"

ჯერარდი: "კოუტინიოს მეტსახელი ჯადოქარია და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის"
თარიღი 08 იან 2022, 11:27

ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ბარსელონადან" ფილიპე კოუტინიოს განათხოვრესბის წესით გადმოყვანაზე განცხადება გააკეთა:

"ბრაზილიის ნაკრებში 63 მატჩი, ის სერიული გამარჯვებულია. კოუტინიო თამაშობდა ბარსელონაში და წარმოუდგენელი იყო ლივერპულში. მე მესმის, რატომ საუბრობს მასზე ბევრი გულშემატკივარი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

არ მგონია, რომ ფეხბურთელს, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები არ გააჩნია, შეუძლია მეტსახელი "ჯადოქარი" ჰქონდეს. მე დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს.

მან ორჯერ მოიგო ლა ლიგა ბარსელონასთან ერთად, ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი. მისი ვიკიპედიის გვერდი აჩვენებს, რომ ის არის ცხოვრებით გამარჯვებული სპორტსმენი.

მან მოიგო ყველაფერი იქ, სადაც ითამაშა. ამ ფეხბურთელზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. სს ჩემი მეგობარია", - თქვა ჯერარდმა, რომელიც კოუტინიოსთან ერთად თამაშობდა "ლივერპულში".

"ასტონ ვილამ" და "ბარსელონამ" კოუტინიოს იჯარით ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ბირმინგემური კლუბი ფეხბურთელს ხელფასის 65%-ს გადაუხდის და სეზონის ბოლოს მის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვას შეძლებს.