კროოსი მადრიდელთა სამიზნეების შესახებ: "რეალი ყოველთვის საუკეთესოებისთვის იბრძვის"
"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ტოპ თავდამსხმელებისადმი მადრიდული გრანდის ინტერესზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბი" კილიან მბაპესა ("პარი სენ ჟერმენი") და ერლინგ ჰოლანდისადმი ("დორტმუნდი") იჩენს ინტერესს.
"კონტრაქტებთან დაკავშირებული სიტუაციისა და მათი დონის გათვალისწინებით, ამჟამად ბაზარზე ყველაზე საინტერესო ფეხბურთელები არიან".
"რეალი" ყოველთვის საუკეთესოებისთვის იბრძვის და ორივე მათგანი ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ ვერ ვიტყვი, რითი დასრულდება ეს ყველაფერი, რადგან პრეზიდენტი მე არ ვარ", - ციტირებს კროოსის სიტყვებს Sky Sport-ი.
შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, ხოლო 21 წლის ნორვეგიელს "დორტმუნდთან" მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მისი შესყიდვა მსურველ კლუბებს 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ.