"კროოსმა რეალში პრეზენტაციის დღეს კოსტუმი და ბუცები ვერ იშოვნა", - ტონის ძმამ სახალისო ისტორია გაიხსენა

მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტონი კროოსის ძმამ, ფელიქსმა თავისი ძმის პრეზენტაციის დღიდან საკმაოდ საინტერესო და სახალისო ისტორია გაიხსენა:
"მადრიდში პრეზენტაციის დღეს ტონის კოსტუმი არ ქონდა. მას მოუწია ისეთი კოსტუმის თხოვება, რომელიც არ უხდებოდა , მაგრამ პრეზენტაციაზე ხომ კარგად უნდა გამოიყურებოდე", - თქვა ფელიქს კროოსმა თავის პოდკასტში.
"მაშინ ტონისთვის ეს ყველაფერი დიდი პრობლემა იყო. თეთრი ფეხსაცმელი აგრეთვე არ ჰქონდა. იყო პატარა საუბარი Adidas-თან მის ცისფერ სპორტულ ფეხსაცმელზე.
საბოლოოდ, გასაკეთებელი არაფერი იყო და ტონი მოედანზე ლურჯი ბუხებით შევიდა", - განაცხადა გერმანელმა. კროოსი ამჟამად მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან "ბლანკოსის" მაისურით 335 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 82 საგოლე გადაცემა გააკეთა.