ავტორიზაცია

ბარსელონა ჩინეთში "ჩარჩენილი" ოსკარით ინტერესდება, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

ბარსელონა ჩინეთში "ჩარჩენილი" ოსკარით ინტერესდება, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 11 იან 2022, 12:17

კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების ექს-ნახევარმცველ ოსკარით ინტერესდება.

როგორც ცნობილი ბრაზილიური გამოცემა TNT Sports-ი იტყობინება, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი წლის დასაწყისში შედგა.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს 30 წლის ბრაზილიელის გადაბირებაში ხელი შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა შეუშალოს.

მოგეხსენებათ, ოსკარი ამჟამად ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობს, სადაც "შანხაი პორტის" ღირსებას იცავს. აზიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ნოემბრამდე აკავშირებს.

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველი "არისტოკრატთა" ღირსებას 2012 წლიდან 2017 წლამდე იცავდა, მას შემდეგ კი ჩინეთში ასპარეზობს.

"კარიერის ჩელსიში დასრულება ჩემი ოცნებაა", - ოსკარს ლონდონში დაბრუნება უნდა