ავტორიზაცია

"აზრი არ აქვს ვინმეს მოტყუებას, გულახდილი ვარ", - კროოსი საკუთარ მომავალზე საჯაროდ ალაპარაკდა

"აზრი არ აქვს ვინმეს მოტყუებას, გულახდილი ვარ", - კროოსი საკუთარ მომავალზე საჯაროდ ალაპარაკდა
თარიღი 11 Jan 2022, 13:11

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

"კონტრაქტის ეს ვადა შეგნებულად ავირჩიე. როცა ამოიწურება, 33 წლის ვიქნები. კარგი ასაკია მომავალზე დასაფიქრებლად. აზრი არ აქვს ვინმეს მოტყუებას, ღიად ვლაპარაკობ".

"რეალში" მერვე სეზონს ვატარებ და კლუბთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. არასოდეს გავრისკავდი და ვეცდებოდი ვინმეს მოტყუებას. ვფიქრობ, კლუბიც ასეა".

"ნათლად განვაცხადე, რომ კარიერის დასრულება "რეალში" მინდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს როდის მოხდება. შესაძლოა, ეს 2023 წელს მოხდეს, ანდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ. ამაზე ზედმეტად ნუ ვიდარდებთ. კონტრაქტი წელიწადნახევარში მეწურება, ყველაფერი ძალიან კარგადაა. საერთოდ არ ვარ მოწყვეტილი სამსახურს".

"ვიცი, რას ვაძლევ კლუბს, აგრეთვე მესმის, თუ რას ვიღებ მისგან. რაღაც მომენტში ერთმანეთს დავუკავშირდებით და ძალიან წყნარად განვიხილავთ ამ საკითხს".

"თავს ჯერ კიდევ ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა, პირველ რიგში, ჩემი დონე "რეალის" შესაბამისი უნდა იყოს, მეორეც, სხეულმა უნდა მომცეს თამაშის საშუალება და მესამე, სურვილი უნდა მქონდეს. თუ ეს ყველაფერი იქნება, მოლაპარაკებებს გავმართავთ. თუ არა, ჩემი კონტრაქტი 2023 წელს ამოიწურება", - ციტირებს კროოსის სიტყვებს Sky Sport Deutschland-ი.