ავტორიზაცია

ალეგრი: "კიეზაც მეცოდება და მთლიანად იტალიური ფეხბურთიც"

ალეგრი: "კიეზაც მეცოდება და მთლიანად იტალიური ფეხბურთიც"
თარიღი 11 იან 2022, 19:07

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ფედერიკო კიეზას მძიმე ტრავმაზე ისაუბრა.

ტურინული გუნდის შემტევმა „რომასთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

„ფედერიკოს მატჩის შემდეგ ველაპარაკე და გუშინ დილითაც. ის თავადაც მეცოდება და იტალიური ფეხბურთიც, მაგრამ ასეთები ხდება.

ის ახალგაზრდაა და გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დრო ექნება. ახლა გუნდში ყველას უფრო მეტი მუშაობა მოუწევს.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ამ ტრავმის გამო, იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს ყოფნა - არადა, თუ ყველაფერი ლოგიკურად წავიდა, მუნდიალზე გასვლისთვის „სკუადრა აძურა“ პორტუგალიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს.