ანჩელოტი: "ხვალინდელი კლასიკოს წინ მხოლოდ ერთი საკითხი მაეჭვებს"
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მოახლოვებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა.
„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს ხვალ, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ეგიდით დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საუდის არაბეთში შედგება.
„კონკრეტულად ელ კლასიკოს შიში აღარ გვაქვს, მაგრამ ჩემში ყველა მატჩი შიშს და მღელვარებას იწვევს (იცინის).
კლასიკოს წინ, სასტარტოსთან მიმართებაში მხოლოდ ერთი რამ მაეჭვებს - კარვახალი და ასენსიო/როდრიგოს საკითხი.
დანი კარვახალი ერთი თვეა ტრავმირებულია და ახლახანს დაგვიბრუნდა, ამიტომ არ ვიცი, რამდენად დავაწყებინებ ხვალ მატჩს სასტარტოდან.
„ბარსელონას“ ნათელი იდეა გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სურთ თამაში. მათ საკუთარი იდენტობა აქვთ და ეს ძალიან კარგია. მათი იდეებით და სწორი მიდგომით, გუნდი აუცილებლად გაუმჯობესდება.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.