ავტორიზაცია

კიელინი: "რონალდუს წასვლამ დიდი ზიანი მოგვაყენა, ის გოლებით ჩვენს პრობლემებს ფარავდა"

კიელინი: "რონალდუს წასვლამ დიდი ზიანი მოგვაყენა, ის გოლებით ჩვენს პრობლემებს ფარავდა"
თარიღი 11 იან 2022, 19:46

„იუვენტუსის“ მცველმა და კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

„ბასტონის ჰკითხეთ, „ინტერზე“ ოქტომბერში რას ვფიქრობდი. მაშინვე ვუთხარი, რომ ისინი სერია ა-ს მხოლოდ საკუთარ თავთან თუ წააგებდნენ. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, ასე რომ მათი ასპარეზობა სულაც არ მაკვირვებს.

რონალდუს წასვლამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ხშირად, ის ჩვენს პრობლემებს ფარავდა, სულ გოლებს იტანდა და ამის ხარჯზე შეუმჩნეველი ხდებოდა ის პრობლემები, რომელიც ბევრ კლუბს აქვს.

ველოდი, რომ რთული წელი იქნებოდა. ეს იგივე „იუვენტუსია“, რომელიც გასულ წელს იყო - მხოლოდ ლოკატელი და კინი დაგვემატა, მაგრამ რონალდუ წავიდა. ასე თუ ისე ვხვდებით, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება.“ - ციტირებს კიელინის სიტყვებს Sport Mediaset.

კრიშტიანუ რონალდუ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან" „მან იუნაიტედში" დაბრუნდა 15+8 მლნ ევროდ.