ინტერთან გასამართ სუპერთასის მატჩს იუვენტუსის ძირითადი მეკარე ბუსტერ-დოზის გამო გამოტოვებს
„იუვენტუსის“ ძირითადი მეკარე ვოიცეხ შესნი „ინტერთან“ გასამართ იტალიის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს.
როგორც ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში, ახალი წესების თანახმად, ვაქცინის ბუსტერ-დოზა უნდა ჰქონდეთ მიღებული. პოლონელი მეკარე კი მატჩამდე აცრას ვერ ასწრებს და ამიტომ, შეხვედრის გამოტოვება უწევს.
მატჩი „ინტერი“ – „იუვენტუსი“ ხვალ, 12 იანვარს, სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ მილანში გაიმართება თბილისის დროით 23:55 საათზე.
იტალიის სუპერთასის მოქმედი მფლობელი და სარეკორდო რაოდენობის მფლობელი „იუვენტუსია“, რომლის აქტივშიც 10 ასეთი ჯილდოა.