ავტორიზაცია

იუვენტუსი დიბალას ხელფასს აღარ უზრდის და მხოლოდ მოქმედი პირობების შენარჩუნებას სთავაზობს

იუვენტუსი დიბალას ხელფასს აღარ უზრდის და მხოლოდ მოქმედი პირობების შენარჩუნებას სთავაზობს
თარიღი 11 იან 2022, 20:57

„იუვენტუსსა“ და დიბალას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

პრესაში იწერებოდა, რომ ტურინული გუნდი არგენტინელს წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ეს თანხა ბონუსების გათვალისწინებით 10 მილიონამდეც გაიზრდებოდა.

თუმცა, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა „ბებერი სინიორა“ 28 წლის შემტევს მხოლოდ ამჟამინდელი ხელფასის შენარჩუნებით სთავაზობს კონტრაქტს. არც ის გამოირიცხება, რომ ცუდი თამაშის შემთხვევაში ფეხბურთელს უფრო დაბალი ხელფასიც კი შესთავაზონ.

როგორც წყარო ამტკიცებს, დიბალა კლუბთან მოლაპარაკებებს თანხმდება, თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან.

ახალი კონტრაქტის საკითხის გამწვავებას თებერვლის ბოლოსკენ ელოდებიან. ის ფაქტი, რომ გუნდში დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრი დიბალაზე დიდ იმედებს ამყარებს, მხარეების საბოლოო შეთანხმების შანსებს საგრძნობლად ზრდის.

დიბალას „იუვესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.