"იუვენტუსისთვის დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეცდომა იქნება", - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მარჩელო kირიკომ საკუთარი აზრი გააზიარა პაულო დიბალას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შექმნილ რთულ ვითარებაზე.
"რატომ ყოყმანობს იუვენტუსი დიბალას გახანგრძლივებაზე მას შემდეგ რაც თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ყველაფერი უკვე თითოს შეთანხმებულია?
ჩემი პასუხი მარტივია: მენეჯმენტი ხელახლა განიხილავს სიტუაციას და ეს ასევე კარგია! ასეთი" მსუქანი" კონტრაქტი მოთამაშისთვის, რომელიც არ იძლევა სტაბილურობას ფიზიკურ დონეზეც კი?
მაშინაც კი, თუ ის ახლა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გადამწყვეტ მომენტებში ის ხშირად არ არის. სერიოზული კლუბი ფიქრობს ამაზე და მართალია.
იუვენტუსი ცვლის კურსს და ასევე აფასებს კონტრაქტის არგაგრძელების შესაძლებლობას, რადგან კლუბი მიხვდა, რომ რისკი მაღალია და სულაც არ ღირს", - განაცხადა იტალიელმა.