ავტორიზაცია

ოსკარის თანხმობა ბარსელონას და ხელფასის შემცირების საკითხში მზადყოფნაც

ოსკარის თანხმობა ბარსელონას და ხელფასის შემცირების საკითხში მზადყოფნაც
თარიღი 11 იან 2022, 23:55

ბარსელონა "ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველით, ოსკარით არის დაინტერესებული. თავად 30 წლის ბრაზილიელი ევროპაში დაბრუნებითაა დაინტერესებული და კატალონიურ კლუბში თამაში სურს.

"ბარსელონაში" გადასვლისთვის ოსკარი მზადაა ხელფასი შეიმციროს, წერს Marca. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში, "შანჰაის პორტისთვის" თამაშისას ის წელიწადში 25,9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მისი კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრამდეა ძალაში. ამ დროისთვის "ბარსა" ოსკარზე ფიქრობს, რადგან მთავარი მწვრთნელის, ხავის პრიორიტეტი თავდამსხმელის ტრანსფერია.

შეგახსენებთ, რომ ოსკარი და ფილიპე კოუტინიო, რომელიც "ასტონ ვილაში" იჯარით გადავიდა, ერთი აგენტით არიან წარმოდგენილები. 2012 წლიდან 2017 წლამდე ოსკარი "ჩელსიში" თამაშობდა.