ავტორიზაცია

ინგლისელმა ლეგენდამ პრემიერ ლიგის გრანდს დემბელე ურჩია: "ამ გუნდს უბრალოდ დაამშვენებდა"

ინგლისელმა ლეგენდამ პრემიერ ლიგის გრანდს დემბელე ურჩია: "ამ გუნდს უბრალოდ დაამშვენებდა"
თარიღი 12 იან 2022, 00:07

"ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი, ჯონ ბარნსი თვლის, რომ "ლივერპულმა" უნდა შეიძინოს "ბარსელონას" გარემარბი, ოსმან დემბელე. 24 წლის ფრანგის კონტრაქტი ამ ზაფხულამდეა ძალაში.

მხარეები ჯერჯერობით მის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ. "დემბელე ფანტასტიკური ტრანსფერი იქნებოდა, უბრალოდ მისი ფიზიკური მდგომარეობა რომ იყოს ნორმალური.

არ ვიცი რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ოსტატობა ლივერპულს კარგად მოერგება. ის არის სწრაფი, მოქნილი, ოსტატური და აგრესიული ბურთთან. სწორედ ასეთია ლივერპულის წინა სამეული.

ის მანესა და სალაჰის შემცვლელი იქნებოდა. ორივე მალე 30 წლის გახდება - დემბელე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი შეიძლება იყოს კარგი შემცვლელი.

ეს არ იქნება მხოლოდ დროებითი ტრანსფერი. მე მას ისევე ვხედავ, როგორც ჟოტას, რომელსაც შეუძლია ფირმინოს ან მანეს ნაცვლად თამაში, თუ ისინი ტრავმირებულები იქნებიან ან ცუდად ითამაშებენ. მხოლოდ კლასის თვალსაზრისით, დემბელე იქნება დიდი აქტივი", - თქვა ბარნსმა BonusCodeBets.co.uk-თან ინტერვიუში.