ავტორიზაცია

დეტალებიც გაირკვა — დორტმუნდს ჰოლანდის შენარჩუნება უნდა და მიმზიდველ წინადადებას უმზადებს

დეტალებიც გაირკვა — დორტმუნდს ჰოლანდის შენარჩუნება უნდა და მიმზიდველ წინადადებას უმზადებს
თარიღი 12 იან 2022, 11:36

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, კლუბის ბოსებმა აგენტ მინო რაიოლასთან და ფეხბურთელის მამასთან, ალფ-ინგე ჰოლანდთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელიც ამ კვირაში შედგება.

"დორტმუნდს" სურს, რომ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებული ყველა საკითხი თებერვლის თვის ბოლოსთვის მოაგვაროს.

ბორუსიელებს ერლინგის შენარჩუნება უნდათ და მზად არიან ხელფასი საგრძნობლად გაუზარდონ - წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტი უხადონ. აგრეთვე, "დორტმუნდის" ხელძღვანელობის აზრით, ჰოლანდის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა ისეთმა ფაქტორებმა მოახდინონ, როგორებიც გულშემატკივართა უდიდესი სიყვარული და მწვრთნელ მარკო როზესთან მუშაობის შესაძლებლობაა, ვისთან ერთადაც ნორვეგიელი "ზალცბურგშიც" მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.