ავტორიზაცია

კროოსი: "კლასიკოში ფავორიტი არ არსებობს, ბარსელონას ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს"

კროოსი: "კლასიკოში ფავორიტი არ არსებობს, ბარსელონას ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს"
თარიღი 12 იან 2022, 11:47

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"შეიძლება ლა ლიგაში "ბარსაზე" უკეთესები ვართ, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ "კლასიკოში" ფავორიტი არ არსებობს".

"განსაკუთრები მატჩია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ბარსას" ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს".

"სუპერთასისთვის მზად ვართ. "რეალი" აქ ტიტულის მოსაგებად ჩამოვიდა", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Diario Sport-ი.

"ბარსელონა" - "რეალი" დღეს, საუდის არაბეთში გაიმართება. "ელ კლასიკო" სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

"აზრი არ აქვს ვინმეს მოტყუებას, გულახდილი ვარ", - კროოსი საკუთარ მომავალზე საჯაროდ ალაპარაკდა