ავტორიზაცია

ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, ბარსელონაში ფერან ტორესის სათამაშო ნომერიც გაირკვა

ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, ბარსელონაში ფერან ტორესის სათამაშო ნომერიც გაირკვა
თარიღი 12 იან 2022, 12:25

ცნობილი გახდა, თუ რა ნომრით ითამაშებს "ბარსელონას" ახალწვეული, ფერან ტორესი კატალონიური გრანდის რიგებში.

ასე და ამგვარად, ესპანელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი 19 ნომერია. "ბლაუგრანაში" ამ ნომრით აქამდე მატეუს ფერნანდესი თამაშობდა, ამ უკანასკნელის წინ კი - მარტინ ბრეიტუეიტი.

მოგეხსენებათ, ფერანმა "ბარსელონასთან" 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევრო იქნება.

კატალონიურმა გრანდმა ამ ზამთარს 21 წლის შემტევის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" 55 მილიონი ევრო გადაუხადა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ "სიტიში" ტორესი 21 ნომრით ასპარეზობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფერანი "ბარსას" დეკემბრის ბოლოს შეუერთდა, კლუბმა მისი დარეგისტრირება დღეს მოახერხა.