ავტორიზაცია

"ჯერარდს ბევრი ვესაუბრე", - ფილიპე კოუტინიოს პირველი განცხადება ასტონ ვილაში გადასვლის შემდეგ

"ჯერარდს ბევრი ვესაუბრე", - ფილიპე კოუტინიოს პირველი განცხადება ასტონ ვილაში გადასვლის შემდეგ
თარიღი 12 იან 2022, 12:59

"ასტონ ვილას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონადან" ბირმინგემულ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.

"აქ, ამ ბრწყინვალე კლუბში გადმოსვლით ძალიან გახარებული ვარ. მწვრთნელ სტივენ ჯერარდს ბევრი ვესაუბრე, კლუბის, მისი ამბიციების შესახებ მომიყვა".

"აქ აღმოჩენით მოხარული გახლავართ და იმედი მაქვს, ფეხბურთისგან სიამოვნებას მივიღებ".

"სტივენს უკვე დიდი ხანია ვიცნობ. ერთად ვთამაშობდით და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ამ ადამიანით აღფრთოვანებული ვარ".

"ვიმედოვნებ, თავის გამოჩენას მოვახერხებ. ცხადია, თავდაუზოგავად ვიმუშავებ. იმედი მაქვს, ერთად წარმატებით ვიმუშავებთ", - ციტირებს "ასტონ ვილას" ოფიციალური საიტი კოუტინიოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის კლუბში სეზონის ბოლომდე გათვლილი იჯარით ჩაირიცხა.