ავტორიზაცია

სათამაშო ნომერიც ცნობილია — ასტონ ვილამ კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა

სათამაშო ნომერიც ცნობილია — ასტონ ვილამ კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა
თარიღი 12 იან 2022, 12:47

"ასტონ ვილამ" "ბარსელონადან" იჯარით დამატებული შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო თავისი ფეხბურთელის რანგში ოფიციალურად წარადგინა.

ასე და ამგვარად, ბრაზილიელი, რომელიც ბირმინგემულ კლუბში სეზონის დარჩენილ ნაწილს გაატარებს, ახალ გუნდში 23 ნომრით იასპარეზებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიომ სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა და ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" 15 იანვარს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ "ასტონ ვილას" სეზონის ბოლოს 29 წლის სამხრეთამერიკელის კონტრაქტის შესყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.

ცნობისთვის, კოუტინიომ 2021/22 წლების სეზონის პირველ ნახევარში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.