ავტორიზაცია

პოჩეტინო პსჟ-დან წასვლის მოლოდინშია და პრემიერ ლიგის გრანდთან ფარული კონტაქტი აქვს

პოჩეტინო პსჟ-დან წასვლის მოლოდინშია და პრემიერ ლიგის გრანდთან ფარული კონტაქტი აქვს
თარიღი 12 იან 2022, 14:00

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობით კვლავ დაინტერესებულია.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, არგენტინელს ჯერ კიდევ აქვს ფარული კონტაქტი "ეშმაკუნებთან" იმ შემთხვევისთვის, თუ ზაფხულში პარიზიდან აბარგება მოუწევს. მისი მთავარი კონკურენტი "აიაქსის" დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგია.

შეგახსენებთ, პოჩეტინოს "ემიუს" ჩაბარება ჯერ კიდევ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ უნდოდა, მაგრამ "პსჟ"-მ არ გაუშვა. მანიკუნიანელებს სეზონის ბოლომდე რალფ რანგნიკი ჩაუდგა სათავეში.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, "იუნაიტედი" 49 წლის არგენტინელი სპეციალისტისადმი განსაკუთრებულ ინტერესს აღარ იჩენს და მთავარ კანდიდატად ტენ ჰაგს მოიაზრებს.

გუშინ გავრცელდა ცნობები "პსჟ"-ს გასახდელში შექმნილი არასტაბილური სიტუაციის შესახებ. პოჩეტინოს მეთოდები ყველა ფეხბურთელს არ ესმის და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართი მატჩის წინ მათი ეჭვები იზრდება.