ავტორიზაცია

"პოჩეტინო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის", - ფრანგი ჟურნალისტი

"პოჩეტინო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის", - ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 08 იან 2022, 13:54

ფრანგი ჟურნალისტი, დომინიკ სევერაკი ირწმუნება, რომ მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა და გუნდის მართვას ის მომავალი სეზონიდან შეუდგება.

სევერაკმა განუცხადა L'Equipe-ს: "ის სეზონის ბოლომდე ვერაფერს იტყვის, მაგრამ ვიცი, რომ გარიგება თითქმის დახურულია! მე გეუბნებით იმას, რაც ნამდვილად ვიცი.

მანჩესტერ იუნაიტედს მისი გუნდში ხილვა სურს, პოჩეტინოს კი პსჟ-დან წასვლა უნდა. ასე რომ, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან", - განაცხადა სევერაკმა პოჩეტინოს შესახებ.

RMC Sport-ის ცნობით, პოჩეტინოს "იუნაიტედში" გადასვლის უფლება მიეცემა მას შემდეგ, რაც "პსჟ" ზაფხულში ახალ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანს დანიშნავს.