ავტორიზაცია

რეალის საიუბილეო გამარჯვება - როგორი მდგომარეობაა კლასიკოს ურთიერთშეხვედრებში დღევანდელი მატჩის შემდეგ?

რეალის საიუბილეო გამარჯვება - როგორი მდგომარეობაა კლასიკოს ურთიერთშეხვედრებში დღევანდელი მატჩის შემდეგ?
თარიღი 13 იან 2022, 02:01

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონას“ მოუგო.

დედაქალაქური გუნდისთვის ეს „ბარსელონასთან“ მატჩში საიუბილეო მე-100 გამარჯვება აღმოჩნდა.

მთლიანობაში, „ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს ისტორიაში 248-ჯერ დაუპირისპირდნენ, მადრიდული გუნდის გამარჯვებით 100 შეხვედრა დასრულდა, კატალონიურის - 96, კიდევ 52 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება გატანილ გოლებს, „რეალმა“ კლასიკოებში 415 გოლის გატანა შეძლო, „ბარსამ“ კი - 404. 

შემდეგი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 2022 წლის 20 მარტს შედგება - ლა ლიგის მეორე წრეში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“.