ავტორიზაცია

"გულწრფელი ვიქნები - ბარსელონამ ძალიან კარგად ითამაშა", - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ

"გულწრფელი ვიქნები - ბარსელონამ ძალიან კარგად ითამაშა", - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ
თარიღი 13 Jan 2022, 11:03

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრის საბოლოო შედეგი (3:2) შეაჯამა.

"რთული მატჩი იყო, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. მოგვიწია ტანჯვა. თამაში კარგად დავიწყეთ, კონტრშეტევებზე ვიყავით კონცენტრირებულები. მას შემდეგ რაც ჩვენ უკან დავიწიეთ, ჩვენი თამაშის ეფექტურობამ იკლო.

პირველ ტაიმში გამარჯვებას ვიმსახურებდით, მეორე კი უფრო თანაბარი იყო. კონტრშეტევებს ძალიან ოსტატურად ვიყენებთ. რაც მთავარია, სწორი მოთამაშეები გვყავს.

ჩვენ არ ვართ უძლეველი გუნდი, რადგან ფეხბურთში ყველაფერი მხოლოდ კონტრშეტევებზე სულაც არ არის დამოკიდებული, ამაში კი თავის მხრივ ძალიან კარგები ვართ.

თამაშის ბოლოს უკეთესად დავიწყეთ დაცვა. ბარსელონამ კარგი მატჩი ჩაატარა და ეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გულწრფელი ვიქნები: ბარსელონამ კარგად ითამაშა. ბენზემა კარგადაა, მას აქვს მცირე დაზიანება", - თქვა ანჩელოტიმ.