ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც პოგბამ მანჩესტერში დარჩენა გადაიფიქრა

მიზეზი, რის გამოც პოგბამ მანჩესტერში დარჩენა გადაიფიქრა
თარიღი 13 Jan 2022, 15:46

L'Equipe-ის ცნობით, პოლ პოგბა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის მომავალზე, რადგან არ არის დარწმუნებული რალფ რანგნიკის მუშაობის მეთოდების მართებულობაში.

წყაროს ცნობით, პოგბას პოზიცია "მერყევია", რადგან გერმანელი სპეციალისტი მისი დიდი გულშემატკივარი არ არის. პოგბა, რომელსაც კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, ამჟამად ტრავმირებულია.

მას ჯერ არ უთამაშია რანგნიკის ხელმძღვანელობით. რალფი "მანჩესტერში" მხოლოდ დროებითი მწვრთნელია და კლუბი სავარაუდოდ 2022/23 სეზონისთვის მუდმივ მწვრთნელს დანიშნავს.

გაურკვეველია, სურს თუ არა კლუბს პოგბას დატოვება ამ ზაფხულის შემდეგ, თავად ფეხბურთელმა უარყო ინფორმაცია კვირაში 500 000 ფუნტის ოდენობის კონტრაქტის შეთავაზების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი მან შთამბეჭდავი ასისტებით დაიწყო, ფრანგმა ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თებერვლამდე დაბრუნდეს.