მიზეზი, რის გამოც პოგბა ახალ გუნდს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
"პსჟ" აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენას, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. L'Équipe-ის ცნობით, პარიზელები ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ.
ამასთან ერთად, ეს ინტერესი ორმხრივია. ასევე არის შესაძლებლობა, პოგბამ კარიერა მადრიდის "რეალში" ან "იუვენტუსში" გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენას არ აპირებს.
ის იმედგაცრუებული იყო მწვრთნელის რალფ რანგნიკის სიტყვებით, რომელმაც ნახევარმცველის მომავლის შესახებ შეკითხვას უპასუხა ასე: "მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ დავარწმუნო ის.
ვისაც არ სურს მანჩესტერ იუნაიტედში თამაში, შეულია წავიდეს". ახლა ფრანგი ტრავმირებულია, მან ბარძაყის დაზიანება ნოემბრის დასაწყისში, ეროვნული ნაკრებში ყოფნისას მიიღო. მისი დაბრუნება გადაიდო, ამიტომ პოგბა ვარჯიშს 4-5 კვირაში დაუბრუნდება.