ავტორიზაცია

"ძალიან ბედნიერი ვარ ტორპედოს ფეხბურთელობით" - პაპუნაშვილის პირველი კომენტარი

"ძალიან ბედნიერი ვარ ტორპედოს ფეხბურთელობით" - პაპუნაშვილის პირველი კომენტარი
თარიღი 13 იან 2022, 18:48

26 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ პაპუნაშვილის პირველი კომენტარი "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

"დიდხნიანი საუბარი მქონდა ხელმძღვანელობასთან, თუ როგორ ხედავდნენ ტორპედოს განვითარების მომავალს. გეგმა, რომელიც წარმომიდგინეს, ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ გუნდის ძირითად ბირთვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტორპედოს ფეხბურთელი გავხდი.

დიდი ხანია ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი. ტორპედოს ამ შემადგენლობით შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს მაქსიმალურად შევიტან," - განაცხადა გიორგი პაპუნაშვილმა.

ქუთაისის ტორპედოსა და გიორგი პაპუნაშვილს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.