გულშემატკივარი უკმაყოფილოა - როგორი ფორმით ითამაშებს ბათუმის დინამო ახალ სეზონში?
ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ორი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
აჭარლებმა სტეფან დენკოვიჩის და მილან რადინის ტრანსფერი ახალი სათამაშო ფორმებით გააოფიციალურეს.
როგორც ბათუმის დინამოში დაგვიდასტურეს, 2022 წლის სეზონში დინამო ბათუმის ტექნიკური მხარდამჭერი Errea იქნება და გუნდს სწორედ ეს ბრენდი შემოსავს. აღნიშნულმა სათამაშო მაისურებმა გუნდის ქომაგებში უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონი 26 თებერვალს დაიწყება და ბათუმის დინამო პირველ ტურში ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონ ბოლნისის სიონს შეხვდება.