ხელახალი შანსი გიორგი მამარდაშვილისთვის - იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა!
ესპანურ კლუბ ვალენსიაში კოვიდ-აფეთქებაა, "ღამურების" 5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დანიელ ვასი, იასპერ სილესენი, მაქსი გომესი, ჰელდერ კოშტა და დენის ჩერიშევი - ეს ფეხბურთელები საკარანტინე ზონაში გადადიან.
აქედან ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იასპერ სილესენი ვალენსიას პირველი მეკარე და გიორგი მამარდაშვილის კონკურენცია. ქართველ მეკარედ გუნდის პირველ ნომრად გახდომის ხელახალი შანსი მიეცა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან გადავიდა და ლა ლიგის საწყის 6 ტურში ითამაშა კიდევაც, როცა იასპერ სილესენს ტრავმა ჰქონდა, თუმცა ნიდერლანდელის დაბრუნების შემდეგ ქართველი შეცდომებისთანავე სკამზე დასვეს. რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ 21 წლის ქართველ კიპერს კვლავ ეძლევა შანსი, ხელახლა გახდეს ვალენსიას პირველი მეკარე.
ვალენსიამ რამდენიმე კვირის წინ გიორგი მამარდაშვილი დინამო თბილისისგან 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.