ავტორიზაცია

ტრანსფერი საბოლოოდ დაიბლოკა — მიზეზი, რის გამოც მორატა ბარსელონაში არ გადავა

ტრანსფერი საბოლოოდ დაიბლოკა — მიზეზი, რის გამოც მორატა ბარსელონაში არ გადავა
თარიღი 13 იან 2022, 19:46

"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი "იუვენტუსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა "ბარსელონაში" არ გადავა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, "ბებერი ქალბატონის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის 29 წლის ესპანელი ძალიან მოსწონს და მისი გაშვების წინააღმდეგია.

თავის მხრივ, არც ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა აპირებს მორატას გასხვისებას და მის შემცვლელს არ ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალვარო ალეგრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რადგან კატალონიურ გრანდში გადასვლა ძალიან უნდა.

"იუვენტუსი" ზაფხულში გადაწყვეტს, შეისყიდის თუ არა მორატას კონტრაქტს "ატლეტიკოსგან".

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად ტურინელთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

მორატას ბარსელონაში გადასვლა ძალიან უნდა და ალეგრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია