ავტორიზაცია

კონტეს ამ ზამთარს გუნდის გაძლიერება უნდა — ტოტენჰემის სიაში რამდენიმე ფეხბურთელია

კონტეს ამ ზამთარს გუნდის გაძლიერება უნდა — ტოტენჰემის სიაში რამდენიმე ფეხბურთელია
თარიღი 13 იან 2022, 20:36

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, ლონდონური კლუბი მარჯვენა გარემარბის ყიდვას აპირებს.

"დეზების" დირექტორი, ფაბიო პარატიჩი ამჟამად "ვულვერჰემპტონთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს ადამა ტრაორეს თაობაზე. არსებული ინფორმაციით, "ტოტენჰემში" ტრანსფერის შემთხვევაში, ესპანელი შემტევი შესაძლოა ფლანგის მცველად აქციონ.

გარდა ამისა, ლონდონელებს ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ყიდვა სურთ. იდეალურ შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ცენტრალური მცველის გადაბირებასაც ისურვებდა, მაგრამ ეს მიზანი შესაძლოა ზაფხულამდე გადაიდოს.

როგორც აღინიშნება, "ტოტენჰემი" "მილანის" ნახევარმცველ ფრანკ კესიეთი ინტერესდება, რომელსაც "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

კონტე ტოტენჰემის გარდაქმნისთვის ემზადება - გუნდი შესაძლოა ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს