ავტორიზაცია

ბერბატოვი: "რეშფორდი რონალდუს უნდა დაელაპარაკოს და რჩევა სთხოვოს, კავანიც გუნდშია"

ბერბატოვი: "რეშფორდი რონალდუს უნდა დაელაპარაკოს და რჩევა სთხოვოს, კავანიც გუნდშია"
თარიღი 13 Jan 2022, 21:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი ფიქრობს, რომ "ეშმაკუნების" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი უფრო აქტიურად უნდა ურთიერთობდეს გამოცდილ თანაგუნდელებთან.

"გუნდში შესანიშნავი ადამიანები არიან. კრიშტიანუ რონალდუს უნდა დაელაპარაკოს და რჩევა სთხოვოს. პირადად მე არავის ვესაუბრებოდი, როცა მშრალი სერია მქონდა, მორცხვი და საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი. ეს შეცდომა იყო".

"როცა გუნდში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი გყავს, როგორიც რონალდუა, მსოფლიო ფეხბურთის სახე, რჩევა მას უნდა სთხოვო. დარწმუნებული ვარ, გამონახავს დროს თავისი ბრძნული აზრების გადმოსაცემად".

"კავანი ყველა გუნდში ბევრ გოლს იტანს, მასაც უნდა დაელაპარაკოს. ჩემნაირი არ უნდა იყოს - ესაუბრე თანაგუნდელებს, ცუდი ფორმის ეს ციკლი შესაძლოა გაიწელოს", - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს The Sun-ი.

მიმდინარე სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.