"ტოპ მწვრთნელია მოსაყვანი", - სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედს ორი სპეციალისტი ურჩია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნასთან დაკავშირებით მანიკუნიანელთა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდი და საუკეთესო კლუბია. "იუნაიტედში" მნიშვნელოვანი თანამდებობები საუკეთესო ადამიანებს უნდა ეკავოთ, ამ საქმისათვის ხელმისაწვდომები, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა კი მთავარი მწვრთნელის პოსტია, ის უნდა იყოს ასეთი".
"მივმართეთ ადამიანს, რომელსაც ევროპაში ძალიან აფასებენ, მაგრამ მწვრთნელის რანგში დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბის გაწვრთნა სთხოვეს. ეს ჩემს თავში არ ჯდება".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი საუკეთესო სპეციალისტი უნდა იყოს, ახლა კი ეს ასე არ არის, რაც ჩემთვის გასაკვირია".
"ამ გუნდს მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მწვრთნელიდან ერთ-ერთი უნდა ედგეს სათავეში. ტუხელის, კლოპის ან გვარდიოლას მოწვევის შანსი არ არსებობს. მაგრამ ანტონიო კონტე? ამისათვის იდეალური მომენტი იყო".
"დაინახეთ, რა გაუკეთა "ტოტენჰემს", რომლის შემადგენლობაც "იუვენტუსის" შემადგენლობასთან ახლოსაც კი ვერ მივა. ვფიქრობ, "იუნაიტედმა" მისი მოწვევის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი მოწვევა "ტოტენჰემიდან". ვფიქრობ, აქ რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს".
"აგრეთვე არის პოჩეტინოც. გასაგებია, თუ რატომ არ სურს "პსჟ"-ს მისი გაშვება, მაგრამ "იუნაიტედი" "იუნაიტედია", თუ მათ მწვრთნელი ძალიან სჭირდებათ, უბრალოდ ადგებიან და მიმართავენ მას".
"არა მგონია გავიგოთ, თუ რამდენი გამარჯვებულია ამ შემადგენლობაში, სანამ ელიტური კლასის ტოპ მწვრთნელს არ მოვიყვანთ", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Daily Mail-ი.
სქოულზი: "სირცხვილია, მანჩესტერის ორი საუკეთესო ფორვარდიდან ერთი 36 წლის არის, მეორე - 34-ის"