ავტორიზაცია

"ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოუნდეს ფეხბურთელს მანჩესტერში გადმოსვლა", - სქოულზი

"ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოუნდეს ფეხბურთელს მანჩესტერში გადმოსვლა", - სქოულზი
თარიღი 12 იან 2022, 18:20

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი ექს-კლუბი, რომელშიც როგორც ჩანს ყველაფერი რიგზე არ არის.

"კლუბში არეულობაა - ეს მოიცავს მოთამაშეებს, თანამშრომლებს და მენეჯერებს. ვის უნდა ამ კლუბში წასვლა? აქ სრული არეულობაა. ატმოსფერო როგორც ჩანს, შხამიანია.

ვიცით, რომ რონალდუს, პოგბას, ვარანს, მატიჩს დიდი გამოცდილება აქვთ და ტიტულები მოიგეს, მაგრამ დანარჩენმა მოთამაშეებმა ჯერ ვერ დაამტკიცეს, რომ საკმარისად კარგები არიან რაღაცის მოსაგებად.

ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთმა უკვე ბევრი მატჩი ჩაატარა. რაშფორდს ბევრი მატჩი ჰქონდა, მაგრამ შეიძლება ოდესმე დავინახოთ ეს ბიჭები თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში?

იქნებიან ისინი საკმარისად კარგები თასების მოსაგებად? მაგუაირი საკმარისად კარგია? ლინდელოფი საკმარისად კარგია? ჩვენ ვაგრძელებთ ლაპარაკს იმაზე, თუ რამდენად კარგები არიან ისინი, მაგრამ ისინი ვერ იღებენ იმას, რასაც მოედანზე სჭირდებათ", - თქვა სქოულზმა.

VIDEO: მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე ასტონ ვილას მოუგო და FA თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა