რონალდუ: "რანგნიკმა მანჩესტერ იუნაიტედში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ დროა საჭირო"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მუშაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ხუთი კვირის წინ მოვიდა და ბევრი რამ შეცვალა. მაგრამ დრო სჭირდება იმისათვის, რათა ფეხბურთელებს თავისი იდეები მიაწოდოს".
"ამას დრო სჭირდება. მაგრამ მჯერა, რომ თავის საქმეს კარგად შეასრულებს. ვიცით, საუკეთესო ფეხბურთს არ ვთამაშობთ, მაგრამ ბევრი მატჩი გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად".
"ვფიქრობ, მისი მოსვლის შემდეგ გარკვეულ მომენტებში კარგად ავთამაშდით, მაგრამ დროა საჭირო. არც ისე ადვილია ფეხბურთელთა მენტალიტეტის, მათი თამაშის, კულტურის, სისტემის შეცვლა. მჯერა, რომ კარგად იმუშავებს", - ციტირებს 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Sky Sports-ი.
ამ დროისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 მატჩში მოპოვებული 31 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.