ავტორიზაცია

ალექსის სანჩესი: "თავს გალიაში გამოკეტილი ლომივით ვგრძნობდი, როცა არ მათამაშებდნენ"

ალექსის სანჩესი: "თავს გალიაში გამოკეტილი ლომივით ვგრძნობდი, როცა არ მათამაშებდნენ"
თარიღი 13 იან 2022, 22:17

"ინტერის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა იტალიის სუპერთასის ეგიდით "იუვენტუსთან" გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც 121-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

"ასე არიან ჩემპიონები, რაც უფრო მეტს თამაშობენ, მით უფრო უკეთ გრძნობენ თავს. მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სხვას არ შეუძლია. "ლაციოსთან" ვითამაშე, ვფიქრობდი, რომ ამჯერად პირველივე წუთებიდან ვითამაშებდი, რადგან კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო".

"მოწყურებული ვიყავი და გამარჯვება მინდოდა! სწორ გზაზე ვართ, სწორი მოთამაშეებით და ასე უნდა გავაგრძელოთ".

"ყოველთვის ვამბობდი, რომ თავს გალიაში გამოკეტილი ლომივით ვგრძნობ, სათამაშო დრო არ მქონდა! ერთხელ კონტე ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩემნაირი არავინ იყო, მატჩის ბოლოს 15 წუთით აპირებდა მინდორზე ჩემს შეშვებას, ყველაფერს შეცვლიო. უფრო ადრე ვითხოვე მოედანზე გამოჩენა - მაშინვე შემეძლო ყველაფრის შეცვლა! ეს ლომის ღრიალია!", - ციტირებს ჩილელის სიტყვებს Football Italia.